top
 
რომელი ფილმი მოგეწონათ?
Cloud Atlas
The Avengers
Taken 2
John Carter
Dredd 3D
 
Movies Contact კონტაქტი  
Search  
   


Need for Speed anons

სიჩქარის წყურვილი (2014)

Need for Speed
 
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, თრილერი, დრამა (130 წუთი)
რეჟისორი: სკოტ ვო
როლებში: აარონ პოლი, დომინიკ კუპერი, იმოჯენ პუტსი, დაკოტა ჯონსონი
გენიალური ავტომექანიკოსის ტობი მარშალის ისტორია, რომელიც რბოლებში მონაწილეობის მიღებით იყო გატაცებული. საკუთარი სეხლოსნოს შენარჩუნების მიზნით მას პარტნიორად აჰყავს მდიდარი ყოფილი მრბოლელი დინო ბრუსტერი, როდესაც ტობის საქმეები წარმატებისკენ მიდის, დინო მას ისეთ საქმეებში ადანაშაულებს, რომელიც არ ჩაუდენია. ამის გამო ის ციხეში ხვდება. ორი წლის შემდეგ ტობი საპყრობილედან შურისძების გრძნობით შეპყრობილი გამოდის. მიზნის მისაღწევად მან შეუძლებელი უნდა შეძლოს და დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში უკანასკნელ მრბოლელსაც კი შეუძლია, ფინიშთან პირველი მივიდეს.
 
 
A Million Ways to Die in the West

თავის დაკარგვის მილიონი ხერხი (2014)

A Million Ways to Die in the West
 
ჟანრი: კომედია, ვესტერნი (116 წუთი)
რეჟისორი: სეტ მაკფარლეინი
როლებში: სეტ მაკფარლეინი, შარლიზ ტერონი, ამნადა საიფრედი, ლიამ ნისონი, ჯოვანი რიბიზი
შეიძლებოდა ამ დროს და ამ ადგილას შეყვარება? აქ რესტორნებში უხეშად იქცევიან, ცხელ წყალზე ლეგენდებს ყვებიან, ტრანპორტზე სრული ქაოსია. ამ ყველაფერში ერთი ნათელი წერტილი იდუმალი უცნობი გოგონაა, არაჩვეულებრივი გარეგნობით, რომელიც უშეცდომოთ ისვრის... ვინ იტყვის თავის ნებით უარს ასეთ სილამაზეზე?
 
 
The Raid 2. Berandal

რეიდი 2 (2014)

The Raid 2. Berandal
 
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, თრილერი (150 წუთი)
რეჟისორი: გარეტ ევანსი
როლებში: იკო იუვაისი, არიფინ პუტრა, ჯული ესტელი, იან რეხიანი, დონი ალამსიახი
ფილმის პირველ ნაწილში მოწყობილ სისხლიან ჯოჯოხეთს სამი პოლიციელიდან მხოლოდ ერთი - ოფიცერი რამა გადაურჩება. სპეცდანიშნულების რაზმიდან გათავისუფლებული რამა ცდილობს ცხოვრება თავიდან დაიწყოს, თუმცა წარსული თავს ახსენებს - კრიმინალები მას ძმას უკლავენ. შურისძიების მიზნით, ის ერთიანდება მსხვილ კრიმინალურ სინდიკატში, სადაც თაღლითურ იერარქიაში სწრაფად მიიწევს წინ. მტრები აქ კიდევ უფრო მეტია და თოთოეული არასწორი ნაბიჯი, შეიძლება, უკანასკნელი აღმოჩნდეს. აქ არ არსებობენ ახლობლები, მეგობრები... აქ არ არსებობს სიყვარული, ტანჯვა და მწუხარება...
 
 
Blended

არეულები (2014)

Blended
 
ჟანრი: კომედია, სათავგადასავლო (117 წუთი)
რეჟისორი: ფრენკ კორაჩი
როლებში: ადამ სენდლერი, დრიუ ბერიმორი, ბელა ტორნი, ემა ფურმანი, ალივია ელინ ლინდი
წარუმატებული პაემნის შემდეგ მარტოხელა მშობლები ლორენი და ჯიმი მხოლოდ ერთ რამეზე თანხმდებიან, რომ აღარასოდეს ნახონ ერთმანეთი. იმ იმედით, რომ მათ ნაცნობობას წერტილი დაესვა, ისინი ცალ-ცალკე ბავშვებთან ერთად დასასვენებლად მიემგზავრებიან. სამხრეთ აფრიკის კურორტზე ძვირადღირებული სასტუმროს აპარტამენტებში დაბინავებულები ლორენი და ჯიმი მხოლოდ ახლა აღმოაჩენენ, რომ ერთიდაიგივე სასტუმროში მოხვდნენ... და სწორედ ახლა იწყება მხიარული თავგადასავლები.
 
 
22 Minuti

22 წუთი (2014)

22 Minuti
 
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი (90 წუთი)
რეჟისორი: ვასილი სერიკოვი
როლებში: მაკარ ზაპოროჟკი, დენის ნიკიფოროვი, ვიქტორ სუხორუკოვი, ეკატერინა მალიკოვა
ახალბედა საზღვაო ქვეითი სანია ეჟოვი აღმოჩნდება გატაცებულ ტანკერზე მეკობრეებს შორის. მან იცის , რომ მეგობრები არ მიატოვებენ. ის უნდა გადარჩეს და დაეხმაროს თავისიანებს, როდესაც ტანკერზე შტურმი დაიწყება. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელიც 2010 წლის 5 მაისს მოხდა. საზღვაო ქვეითებს მხოლოდ 22 წუთი ჰქონდა გატაცებული ტანკერის გამოსახსნელად და არ უნდა დაეშვათ არცერთი შეცდომა.
 
 
Kuhnia v Parizhe

სამზარეულო პარიზში (2014)

Kuhnia v Parizhe
 
ჟანრი: კომედია (106 წუთი)
რეჟისორი: დიმიტრი დიაჩენკო
როლებში: დიმიტრი ნაზაროვი, მარკ ბოგატირევი, ელენა ნადკამენსკაია, დიმიტრი ნაგიევი, ოლეგ ტაბაკოვი
ქალაქის მოდური რესტორანი „კლოდ მონე“ აყვავების ხანაშია. სწორედ აქ საკუთარ რესტორანში გადაწყვეტენ ვიკა და მაქსიმი დიდიხნის ნანატრი ქორწილის გადახდას. თუმცა, გეგმები იცვლება მას შემდეგ, როდესაც „კლოდ მონეში“ ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება.
 
 
Joy Ride 3

მხიარული მოგზაურობა 3 (2014)

Joy Ride 3
 
ჟანრი: თრილერი, საშინელებათა ფილმი (96 წუთი)
რეჟისორი: დეკლან ობრაიენი
როლებში: კენ კინზინგერი, ჯესი ჰატჩი, ბენ ჰოლინგსვორი, ჟანპაოლო ვენუტა, კირსტენ პრაუტი
თავზეხელაღებული მრბოლელების ჯგუფი კანადაში მიემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღონ რალში 1000. გზაზე ისინი შეეჩეხებიან სატვირთო ავტომობილს, რომელიც 17-ე ტრასაზე მოძრაობს. ამ მიტოვებულ გზას ხალხმა მკვლელობათა ხეივანი უწოდა. ამის შემდეგ მოგზაურობის მიზანი მეორე პლანზე გადადის და სიცოცხლისთვის რბოლა იწყება.
 
 
The Grand Budapest Hotel

სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი (2014)

The Grand Budapest Hotel
 
ჟანრი: კომედია, დეტექტივი, სათავგადასავლო (100 წუთი)
რეჟისორი: იეს ანდერსონი
როლებში: რალფ ფაინსი. ტონი რევოლორი, სირსა რონანი, ედრიან ბროუდი
ფილმი მოგვითხრობს პოპულარული ევროპული სასტუმროს შვეიცარის გუსტავიs და მისი ახალგაზრა მეგობრის პორტიე ზერო მუსტავას საოცარ თავგადასავლებს. სასტუმროში მომუშავე პერსონალი რენესანსის ეპოქის ფასდაუდებელი ფერწერული ნამუშევრის მოპარვისა და შემდეგ მასზე გამოცხადებული ძებნის მოწმეები ხდებიან.
 
 
Devils Knot

ეშმაკის კვანძი (2013)

Devils Knot
 
ჟანრი: დრამა, თრილერი, კრიმინალი (114 წუთი)
რეჟისორი: ატომ ეგოიანი
როლებში: კოლინ ფერტი, რიზ უიზერსპუნი, დეინ დეჰაანი, მირეი ინოსი, ბრუს გრინვუდი
ამერიკის პატარა ქალაქი შეძრა სამი ბავშვის სასტიკმა მკვლელობამ. ამ მკვლელობაში სამ მოზარდს ადანაშაულებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ატარებენ გრძელ თმას, აცვიათ შავი ტანისამოსი და უსმენენ „სატანურ“ მუსიკას. ქალაქში მხოლოდ ერთადერთი ადამიანი გამოდის მათ დასაცავად - ადვოკატი რონ ლაქსი. ის მთელი ძალებით იბრძვის, რომ ხალხს მათზე შექმნილი ცუდი აზრი შეაცვლევინოს და გადაარჩინოს სამი უდანაშაულო მოზარდის სიცოცხლე.
 
 
Rio 2

რიო 2 (2014)

Rio 2
 
ჟანრი: ანიმაცია, კომედია (101 წუთი)
რეჟისორი: კარლოს სალდანა
როლებში: ენი ჰეტუეი, ჯესი აიზენბერგი, ჯეიკ ოსტინი, ჯეიკ ტ. ოსტინი, კარლინიუს ბრაუნი
ბლუ და ჯეველი თავის საყვარელ სამ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს ჯადოსნურ ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. ბლუ გადაწყვეტს, რომ უკვე დროა შვილებს ასწავლოს ნამდვილი ფრინველებივით ცხოვრება, ამისათვის საჭიროა მდინარე ამაზონის მიდამოებში გადასახლება. ჯეველს კი შიში აქვს, რომ შესაძლოა ამაზონის ჯუნგლების სილამაზით მონუსხული ბავშვები ტყეებში დაიკარგონ.
 
 
Rob the Mob

მაფიის ძარცვა (2014)

Rob the Mob
 
ჟანრი: დრამა, კრიმინალი (104 წუთი)
რეჟისორი: რეიმონდ დე ფელიტა
როლებში: მაიკლ პიტი, ნინა არიანდა, ენდი გარსია, რეი რომანო, ბერტ იანგი
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, რომელიც ქორწილისთვის ფულის შეგროვებაზე ოცნებობს, გადაწყვეტს ის კლუბი გაძარცვოს, სადაც მაფიოზები იკრიბებიან. მათი გეგმა მარტივია - რაც არ უნდა ჩაიდინონ, მაფია არ უჩივლებს მათ პოლიციაში.
 
 
The Good Wife. Season 5

კარგი ცოლი (2013)

The Good Wife. Season 5
 
ჟანრი: დრამა, დეტექტივი, სერიალი (43 წუთი)
რეჟისორი: მაიკლ ცინბერგი, როზმარი როდრიგესი, ბრუკ კენედი
როლებში: ჯულიანა მარგულისი, მეთ ზუკრი, არჩი პანჯაბი, გრემ ფილიპსი, მაკენზი ვეგა
ქალის და ამავდროულად დედის ისტორია, რომელსაც ოჯახის მთელი ტვირთი მძიმედ დააწვა მხრებზე მას შემდეგ, რაც მისი ქმარი საზოგადოებრივ სექს-სკანდალში იქნა გარეული და კორუფციისთვის დააპატიმრეს. (სერიალის მეოთხე სეზონი)
 
 
Non-Stop

ნონ-სტოპი (2013)

Non-Stop
 
ჟანრი: დეტექტივი, თრილერი, მძაფრსიუჟეტიანი (106 წუთი)
რეჟისორი: ჰაუმე კოლეტ-სერა
როლებში: ლიამ ნისონი, ჯულიანა მური, სკუტ მაკნეირი, მიშელ დოკერი, ნატ პარკერი
კონტინენტებს შორის ავიარეისი სრულდება. ავიაციის მარშალი ბილ მარკსი, რომელიც მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მანიაკი-ტერორისტისგან მუქარის შეტყობინებას იღებს. დამნაშავემ ყველაფერი წინასწარ გათვალა და სწორედ სპეცაგენტზე მიიტანენ ეჭვს. ახლა მარკსი ამერიკის სპეცსამსახურის სამიზნეა. მას მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება: იპოვოს და გაანეიტრალოს ტეორისტი, გადაარჩინოს მგზავრები და თავის სიყვარული. აფეთქებამდე, წუთები რჩება...
 
 
Jack Ryan. Shadow Recruit

ჯეკ რაიანი. ქაოსის თეორია (2013)

Jack Ryan. Shadow Recruit
 
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, თრილერი, კრიმინალი (105 წუთი)
რეჟისორი: კენეტ ბრენა
როლებში: ქრის პაინი, კირა ნაითლი, კენეტ ბრენა, კევინ კოსტნერი, ალეკ უტგოფი
ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ანალიტიკოსი ჯერ რაიანი მარტივი მისიით მოსკოვში მიემგზავრება. მან მილიარდელი ვიქტორ ჩერევინის კუთვნილი კომპანიის ოპერაციები უნდა შეამოწმოს. თუმცა, სიტუაცია რთულდება, როდესაც რაინის მოკვლას დააპირებენ. ახლა მას თავის დაცვა უკვე იარაღით ხელში უწევს და ნამდვილ სპეცაგენტს ემსგავსება.
 
 
3 Days to Kill

3 დღე მკვლელობისთვის (2014)

3 Days to Kill
 
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, კრიმინალი, თრილერი (117 წუთი)
რეჟისორი: მაკჯი
როლებში: კევინ კოსტნერი, ემბერ ჰერდი, ჰეილი სტაინფელდი, კონი ნილსენი, ტომას ლემარკუსი
მეცნიერებმა საიდუმლო ლაპორატორიაში შეიმუშავეს პრეპარატი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს გაუმკლავდეს ნებისმიერ განუკურნებელ დაავადებას. სპეცსამსახურები ამ პრეპარატის მიღებას სთავაზობენ ყოფილ სპეც-აგენტს - ითან რანერს, რომელსაც ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. სამაგიეროდ მან უნდა შეასრულოს კიდევ ერთი დავალება, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. პრეპარატის მიღების შემდეგ რანერის გარშემო უცნაური ფაქტები ხდება. რა არის ეს - ჰალუცინაცია, წამლის გვერდითი მოვლენები თუ მსოფლიო შეიშალა?
 
 
The Monuments Men

განძზე მონადირენი (2014)

The Monuments Men
 
ჟანრი: დრამა, კომედია (118 წუთი)
რეჟისორი: ჯორჯ კლუნი
როლებში: ჯორჯ კლუნი, მეთ დეიმონი, ბილ მიურეი, ჯონ გუდმანი, ჟან დუჟარდენი
ფილმი დაფუძნებულია რეალური მოვლენებზე და განძზე ნადირობის ამბავს აღწერს, რომელიც ყველაზე მაშტაბური იყო ისტორიაში. მეორე მსოფლოიო ომის დროს ისტორიკოსები და მუზეუმის მცველები ერთიანდებიან, რათა გადარჩინონ ხელოვნების ცნობილი ნიმუშები, რომლებიც ნაცისტებმა მოიპარეს და განადგურებას უპირებენ.
 
 
Pompeii

პომპეი (2014)

Pompeii
 
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, დრამა, მელოდრამა (105 წუთი)
რეჟისორი: პოლ უ. ს. ანდერსონი
როლებში: კიტ ჰარინგტონი, ემილი ბრაუნინგი, კიფერ საზერლენდი, ადევალე აკინოიე-აგბაჯე
მონა მაილოსა და კეთილშობილი კასიის სიყვარულის ისტორია, რომელიც ვეზუვის ამოფრქვევის ფონზე ვითარდება. სტიქიამ მიწასთან გაასწორა უძველესი ქალაქი პომპეი...
 
 
Barefoot

ფეხშიშველი (2014)

Barefoot
 
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, კომედია (90 წუთი)
რეჟისორი: ენდრიუ ფლემინგი
როლებში: ევან რეიჩელ ვუდი, სკოტ სპიდმანი, თრით უილიამსი, ქეით ბერტონი
შეძლებულ ოჯახში გაზრდილი ვაჟი ხვდება ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მთელი ცხოვრება საზოგადოებისგან იზოლირებული იყო. მას გულუბრყვილო გოგონა ძმის ქორწილში მიჰყავს, რათა დაარწმუნოს თავისი ოჯახი, რომ მისი ცხოვრება საბოლოოდ დალაგდა...
 
 
The Good Wife. Season 1

კარგი ცოლი (2009)

The Good Wife. Season 1
 
ჟანრი: დრამა, კრიმინალი დეტექტივი (43 წუთი)
რეჟისორი: მაიკლ ცინბერგი, როზმარი როდრიგესი, ბრუკ კენედი
როლებში: ჯულიანა მარგულისი, მეთ ზუკრი, არჩი პანჯაბი, გრემ ფილიპსი, მაკენზი ვეგა
ქალის და ამავდროულად დედის ისტორია, რომელსაც ოჯახის მთელი ტვირთი მძიმედ დააწვა მხრებზე მას შემდეგ, რაც მისი ქმარი საზოგადოებრივ სექს-სკანდალში იქნა გარეული და კორუფციისთვის დააპატიმრეს. (სერიალის პირველი სეზონი)
 
 
The Best Man Holiday

ჯვრისწერის მოწმე 2 (2013)

The Best Man Holiday
 
ჟანრი: დრამა (123 წუთი)
რეჟისორი: მალკოლმ დ. ლი
როლებში: მორის ჩესტნატი, თეი დიგსი, რეჯინა ჰოლი, ტერენს ჰოვარდი, სანა ლეტენი
ფილმი მწერლის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ბოლოს დაწერილი წიგნი "ხელს უშლის" გახდეს მეგობრის მეჯვარე ქპრწილში.
 
 
news
  • pic1
  • pic2
top
 
-->