|
|
 |
|
კონტაქტი |
01.09.2010 |
ვენეციის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს იხსნება |
 |
 |
 |
 |
| |
დღეს, ვენეციის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. საკონკურსო პროგრამაში 23 ფილმია ჩართული. საკონკურსო ჩვენება დარენ არონოფსკის ფილმის „შავი გედი\" ჩვენებით გაიხსნება, რომელშიც მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს.
საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია სოფი კოპოლას „სადღაც\" (Somewhere), მონტე ჰელმანის „გზა არსაით\" (Road to Nowhere), კელი რიჰარდის „მიკის ბილიკი\" (Meek\'s Cutoff), ვინსენტ გალოს „წყალზე დაწერილი დაპირებები\" (Promises Written on Water), ჯულიან შანაბელის „მირალი\" (Miral), რიჩარ ლუისის „ბარნის ვერსია\" (Barney\'s Version), რომელშიც მთავარ როლს დასტინ ჰოფმანი ასრულებს.
იტალიური კინო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმებით: „ჩვენ გვჯეროდა\" (Noi credevamo), რეჟისორი მარიო მარტონე, „ვნება\" (La passione) რეჟისორი კარლო მაცაკურატი, „ცალკეული რიცხვების მარტოობა\" (La solitudine dei numeri primi), რეჟისორი სავერიო კოსტანცო, „საძაგელი ცხვრები\" (La pecora nera), რეჟისორი ასკანიო ჩელესტინი.
მაყურებელი ფესტივალზე შემდეგ ფრანგულ ფილმებს იხილავს: ფრანსუა ოზონის „ლარნაკს\" (Potiche), ანტონი კორდეს „რამდენიმე იღბლიანს\" (Happy Few), აბდელ კეშიშის „შავ ვენერას\" (Venus noir).
საკონკურსო ჩვენებაში ასევე წარმოდგენილი იქნება „სამი\" (Drei) (ტომ ტიკვერი), „სევდიანა ბალადა ტრომბონისთვის\" (Balada triste de trompeta) (ალეკს დე ლა იგლესია), „ატენბერგი\" (Attenberg) ათენი რახელ ცანგარი (Athina Rachel Tsangari), „ჰერაკლე\" (ალექსეი ფედორჩენკო), „13 მკვლელი\" (ეიჩი კუდო), „ნორვეგიის ტყე\" (tran arx xungi), „დეტექტივი დი და გამჭირვალე ცეცხლის საიდუმლო\" (Detective Dee and the Mystery of Phantom Flame) (ცუ ჰარკი), „კვეთა\" (Phantom Flame) (პაბლო ლარაინი), „აუცილებელი მკვლელობა\" (ეჟი სკოლიმოვსკი).
ფესტივალის ჟიურის კვენთინ ტარანტინო უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან ინგებორგა დაპკუნაიტე, დენი ელფმანი, ანრო დეპლეშანი, გაბრიელ სალვატორესი, ლუკა გუადანინიო და გილმერო არიაგა.
ფესტივალი 11 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება. |
|
 |
 |
 |
|
|
25.08.2010 |
შონ კონერის დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა |
 |
 |
 |
 |
| |
დღეს, 25 აგვისტოს, ცნობილ მსახიობს, შონ კონერის დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდება. შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი ტომას შონ კონერი 1930 წლის 25 აგვისტოს ედინბურგში, შოტლანდიაში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ იოსეფ კონერი და ეუფანია ც. ეფი. მსახიობის პირველი მეუღლე იყო დაიანა კილენტო (1962-1973), 1975 წლიდან კი იგი მიჩელინა როქუენბრუნზეა დაქორწინებული.
შონ კონერი არის ოსკარის, ოქროს გლობუსის და BAFTA-ს მფლობელი შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი. 1987 წელს მან მოიგო ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში „ხელშეუხებლები\".
შონ კონერი კინემატოგრაფიაში 1954 წლიდან მოღვაწეობს. იგი უამრავ ცნობილ ფილმშია გადაღებული. ასრულებს სპაიკის როლს ფილმში „უკან დასახევი გზა მოჭრილია\", მეფე რიჩარდ I-ის როლს ფილმში „რობინ ჰუდი\", ჯეიმზ ბონდის როლს ფილმებში „დოქტორი ნოუ\", „რუსეთიდან სიყვარულით\", „გოლდფინგერი\", „სფერული ელვა\", „შენ მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ\", „ალმასები სამუდამოდ\", „არასოდეს თქვა არასოდეს\" და სხვა. |
|
 |
 |
 |
|
|
|
|